Monday, June 26, 2017

დღე 9

ტრენინგი გახლდათ  საინტერესო და ბევრი სიახლის მომცემი. 9 დღის განმავლობში ჩვენ შევისწავლეთ ბევრი საჭირო ოპერაცია პროექტებით სწავლების მიმართულებით. გავეცანით პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოს და ასევე ვისწავლეთ ნავიგაცია.  შევარჩიეთ პროექტის სტანდარტები, ინდიკატორები და მიზნები, გავეცანით პროექტების შეფასების რუბრიკას, ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვათავსეთ გუგლ-დრაივში. გავაზიარე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ტრენერთან და მივიღეთ უკუკავშირი. გავეცანით ბლოგის შფერადებას, ვისწავლეთ საქაღალდის მიბმა ბლოგთან. დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის.

Sunday, June 25, 2017

დღე -8

გავიხსენეტ წინა ტრენინგი, ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, ანუ მოსწავლეტა სხვადასხვა საჭიროებებზე. წიგნში განვიხილეთ მოდული 6  აქტივობა 1. სამუშაო გეგმაში დავწერეთ დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებისათვის, სშევქმენით დამხმარე მასალა მათთვის, კიდევ ერტხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ გეგმის დახვეწაზე.
მადლობა საუკეთესო ტრენერს - ხათუნა ციხელაშვილს.

Saturday, June 24, 2017

მე-7-ე დღე

გავაზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ტრენერთან, გავაკეთეთ თითოეული ნაშრომის პრეზენტაცია, მივიღეთ უკუკავშირი, პრეზენტაციიდან გამომდინარე ვისაუბრეთ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალზე.
შევიტანეთ აქტივობები სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში - სასწავლო პროცედურებში.
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა  ხათუნა ციხელაშვილს.

Saturday, June 17, 2017

მე-6-ე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი ცოდნა. წარმოვადგინეთ საშინაო დავალება და ვისაუბრეთ მის გარშემო. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვატავსეთ გუგლ - დრაივში. ვისაუბრეტ საავტორო უფლებებზე, ასევე შევავსეთ ტესტი საავტორო უფლებებზე. ტრენინგი ძალიან საინტერესო და სახალისოდ მოსასმენი იყო, მადლობა ტრენერს! 

Sunday, June 11, 2017

მე-5 დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალები. გავეცანით დღევანდელი დღის მიზნებს. ვისაუბრეთ შეფესბის სხვადასხვა  რუბრიკებზე. გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდების დოკუმენტს. გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას განვიხილეთ თითოეულის მეთოდები და ინსტრუნემტები. ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც შევიტანეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩოში. განვიხილეთ რამდენიმე შეფასების ფორმა კერძიდ, თანატოლთა ურთიერთშეფასების ფორმა და პრეზენტაციის ჩეკლისტი. გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში, ადაპტირება გავუკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტს. მივიღეთ საშინაო დავალება შევქმნათ მინიმუმ ერთი შეფასების ფორმა.
მადლობა ჩვენს საუკეთესო ტრენერს!

Saturday, June 3, 2017

3-ე დღე, 3 ივნისი

დღევანდელ ტრენინგზე გავიხსენეთ უკვე მიღებული ცოდნა, შევარჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები, გადმოვიტანეტ დრაივში ატვირთულ გეგმაში.
ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე, მივიღეთ ახალი ინფორმაცია, თუ როგორ გავწეროთ სპეციფიკური მიზნები ჩვენი პროექტისათვის და საამისოდ მოვიძიეთ დამხმარე საშუალება.
ასევე დრაივში ავტვირთეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან რამოდენომე სასურველი მიზანი.


Sunday, May 28, 2017

2-ე დღე, 28.05.2107

   ინდივიდუალურად განვიხილეთ ჯგუფში საპროექტო იდეები და გავუზიარეთ აზრები,  რაც ძალიან საინტერესო იყო. შევქმენითპუბლიკაცია შესაბამისი სამიზნე ჯგუფისათვის, გავეცანით ncp.ge და ვისაუბრეთ სტანდარტებზე. მივიღეთ დავალება.

Friday, May 26, 2017

1-ლი დღე

   26 მაისი, 2017 წელი.

პირველ რიგში გავეცანით პროექტებით სწავლების ელექტრონულ სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს ჩვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, ვისწავლეთ ნავიგაცია და ჩანიშვნები, გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკას. ძალიან საინტერესო იყო უკვე მზა პროექტების გაცნობა და ჯგუფის თითოეული წევრის მიერ მათი გაანალიზება. მომწონს ჯგუფის ხელმძღვანელი - ტრენერი - ხათუნა ციხელაშვილის გადმოცემისა და ახსნა-განმარტების ფორმა, მისი კომუნიკაბელურობა,  რაც ჩემის აზრით უმნიშნელოვანესია მოცემული კურსის წარმატებით გავლისთვის.

დღე 9 ტრენინგი გახლდათ  საინტერესო და ბევრი სიახლის მომცემი. 9 დღის განმავლობში ჩვენ შევისწავლეთ ბევრი საჭირო ოპერაცია პროექტებით სწავლებ...