Monday, June 26, 2017

დღე 9

ტრენინგი გახლდათ  საინტერესო და ბევრი სიახლის მომცემი. 9 დღის განმავლობში ჩვენ შევისწავლეთ ბევრი საჭირო ოპერაცია პროექტებით სწავლების მიმართულებით. გავეცანით პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოს და ასევე ვისწავლეთ ნავიგაცია.  შევარჩიეთ პროექტის სტანდარტები, ინდიკატორები და მიზნები, გავეცანით პროექტების შეფასების რუბრიკას, ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვათავსეთ გუგლ-დრაივში. გავაზიარე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ტრენერთან და მივიღეთ უკუკავშირი. გავეცანით ბლოგის შფერადებას, ვისწავლეთ საქაღალდის მიბმა ბლოგთან. დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის.

No comments:

Post a Comment

დღე 9 ტრენინგი გახლდათ  საინტერესო და ბევრი სიახლის მომცემი. 9 დღის განმავლობში ჩვენ შევისწავლეთ ბევრი საჭირო ოპერაცია პროექტებით სწავლებ...